ფიზიოლოგიური მშობიარობა


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იქ, სადაც უკვე საუკუნეზე მეტია,
1875 წლიდან ყოველი დილა ახალი სიცოცხლის დაბადებით იწყება.
ეს არის ადგილი, სადაც მშობიარე თავს გრძნობს კომფორტულად და
დაცულად, ახალი სიცოცხლის დაბადება კი ნამდვილი დღესასწაულია!
 

იხილეთ სრულად

 

 

 

 

9 თვიანი მოგზაურობის
ბედნიერი დასასრული

 

 

 

 


ფიზიოლოგიური მშობიარობა

 

ჩაჩავას კლინიკის ინდივიდუალურ სამშობიარო ბლოკში მოწყობილი ინფრასრტუქტურა მთლიანად ოჯახზეა ორიენტირებული.

სამშობიარო ბლოკი აღჭურვილია უმაღლესი დონის სამედიცინო აპარატურით, რითაც კონტროლდება დედისა და ნაყოფის, ასევე ახალშობილის ყველა სასიცოცხლო ფუნქცია.

ბლოკები უზრუნველყოფილია სამედიცინო გაზებით, ახალშობილისა და დედის პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი ულტრათანამედროვე აპარატებით. ასეთია დრეგერის ფირმის ახალშობილის სარეანიმაციო მაგიდა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში ახალშობილს გაეწიოს დროული სამედიცინო დახმარება.

ბლოკები აღჭურვილია უახლესი, ერთჯერადი სამედიცინო მასალებით, რითაც მინიმუმამდეა დაყვანილი, როგორც ინფექციური ასევე სხვა გართულებების რისკი.

განსაკუთრებული სითბო, ზრუნვა, ყურადღება, როგორც პერსონალის, ისე მშობიარის უახლოესი ადამიანების მხრიდან უზრუნველყოფს მშობიარობის ფსიქო-ემოციურ წონასწორობას.

ყოველივე ეს სწორ სამედიცინო დახმარებასთან ერთად არის გარანტი იმისა, რომ ქვეყნად ახალი სიცოცხლის მოვლინება ნამდვილ დღესასწაულად იქცეს!

 

 


 

 

 

მშობიარობის შემდეგ
2 საათში თქვენ და თქვენი პატარა გადახვალთ თქვენს მიერ წინასწარ შერჩეულ პალატაში

 

პალატები

 

 


 

 

ვიდეო გალერეა

 

 

ბლოგი