გაუტკივარების მეთოდები

 

ჩაჩავას კლინიკის მედპერსონალი დაგეხმარებათ საკუთარი თავისადმი რწმენის განმტკიცებაში, თავდაჯერებულობის, კარგად ყოფნისა და თავის მართვის უნარის გამომუშავება-შენარჩუნებაში. ეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც სამშობიარო ტკივილის გამკლავებაში დაგეხმარებათ.

 

 

 

 

 

 

დაესწარით ანესთეზიოლოგის
სემინარს მშობელთა სკოლაში

 

 

 

 

 

 

ტკივილი ნორმალური მშობიარობის პროცესის გვერდითი მოვლენაა. კვლევებით დასტურდება, რომ ოჯახურ გარემოსთან დაახლოებულ პირობებში ქალებმა არც კი ინდომეს მშობიარობის მედიკამენტოზური გაუტკივარება, მეტიც: მათ შემდეგ ჯერზეც ასეთ პირიობებში მშობიარობას მიანიჭეს  უპირატესობა. ჩვენს კლინიკაში სწორედ ასეთი პირობებია შექმნილი.გაუტკივარების არაფარმაკოლოგიური მეთოდებიდან მნიშვნელოვანია, მშობიარის მოძრაობა და თავისუფალი პოზიციები: სიარული, ფეხზე დგომა, მუხლებზე დგომა და ნებისმიერი თავისუფალი პოზიცია, რაშიც თქვენ მაქსიმალურ დახმარებას გაგიწევთ კლინიკის მედპერსონალი.ჩვენთან მიზანმიმართულად გამოიყენება მშობიარის სხეულის რბილი ქსოვილების სისტემური მასაჟი, რაც იწვევს თქვენს რელაქსაციას, მზრუნველობის, სიყვარულის, მოვლის შეგრძნებას და ტკივილის დაქვეითებას. ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია წყალში მშობიარობაც. მშობიარობის მედიკამენტოზური გაუტკივარების ძირითადი მიზეზია ტკივილის ფიზიკური აღქმის გაქრობა. ძირითადად გამოიყენება სისტემური და რეგიონული (ეპიდურული) გაუტკივარების მეთოდები.

სისტემური ანალგეზიის გამოყენებისას ქალი შეტევებს შორის მშვიდადაა. დისკომფორტი შეიგძნობა მხოლოდ საშვილონოს ძლიერი შეკუმშვისას, მაგრამ ტკივილი სავსებით მოსათმენია. აღსანიშნავია, რომ გაუტკივარების ამ მეთოდის შედეგად, აღინიშნება ნაყოფის სუნთქვის დეპრესია, როგორც გვერდითი მოვლენა - გულისრევა, პირღებინება.  ეპიდურული ანალგეზია უზრუნველყოფს კარგ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.ამ დროს მიმდინარეობს ნაყოფის გულისცემის სიხშირის მუდმივი ელექტრონული მონიტორინგი.