პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოზი
 

პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა - PGD არის მეთოდი რომელიც მოიცავს ემბრიონების გენეტიკურ დიაგნოსტიკას იმპლანტაციამდე ანუ დაფეხმძმებამდე.  PGD გამოიყენება სპეციფიური გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტირებისათვის, იგი აერთანებს ბოლო მნიშვნელოვან მიღწევებს მოლეკულურ გენეტიკაში და დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებში. ეს მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მანდილოსნებისათვის, რომლებიც ეჭვობენ რომ მათი ბავშვები სერიოზული გენეტიკური დაავადებების მატარებლები შესაძლოა იყვნენ.ამ მეთოდით შესაძლებელია 100–ზე მეტი გენეტიკური პათოლოგიის დაიგნოსტირება ,როგორებიცაა მაგ: დაუნის ,პატაუს, ედვარდის, კლაინფელტერის, ტერნერის სინდრომი, ცისტური ფიბროზი ,სქესთან შეჭიდული დაავადებები, ნამგლისებურ უჯრედოვანი ანემია და სხვა.