კლინიკის პრინციპები და მიზნები
"ჩაჩავას კლინიკა" ეს გახლავთ განვითარებაზე ორიენტირებული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს საუკეთესო მომსახურებას და სამედიცინო პროდუქტების ფართო არჩევანს.
კლინიკის სახელმძღვანელო პრინციპები ისეთ ფუნდამენტურ ფასეულობებს ეყრდნობა, როგორებიცაა პროფესიონალიზმი, გუნდური მუშაობის სულისკვეთება და ნოვატორობა, რაც ეფექტური და სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნის წინაპირობაა, ხოლო პაციენტებს შევთავაზოთ მაქსიმალურად კეთილგანწყობილი და კონკურენტუნარიანი მომსახურება.
ჩაჩავას კლინიკის ფუნდამენტური პრინციპები და მიზნები
ჩაჩავას კლინიკის თითოეული თანამშრომელს გვწამს ღმერთის, ამიტომ ვცდილობთ ჩვენი საქმიანობით მართალნი ვიყოთ უფლის წინაშე. ყოველდღიურ ცხოვრებაში და პროფესიული საქმიანობის აღსრულების დროს თითოეული ჩვენთაგანის ფუნდამენტური პრინციპია:,,როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ" იესო ნაზარეველი. (მათე 7,12; ლუკა 6,31).
1875 წლიდან სიცოცხლე იწყება აქ
ადამიანის სიყვარული და პატივისცემა ჩვენი საქმიანობის უმთავრესი საფუძველია, ამიტომ ვცდილობთ ყოველთვის მართალნი ვიყოთ ადამიანების წინაშე.
ჩაჩავას კლინიკის თანამშრომლებს ძალიან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ამიტომ ჩვენი საქმიანობით ყოველთვის მართალი უნდა ვიყოთ სახელმწიფოს, ანუ კანონის წინაშე.
ახალი თაობა ჩაჩავას კლინიკაში იზრდება გამოცდილი პროფესიონალების მაგალითზე, ჩვენ მათ სპეციალობასთან ერთად კანონების პატივისცემასაც ვასწავლით, ამიტომ ჩვენი შემოსავლიდან ყველანი ვიხდით გადასახადს სახელმწიფოს ბიუჯეტში.
ვამაყობთ, რომ ვმუშაობთ კლინიკაში, რომელიც 1875 წლიდან დაუღალავად იღვწის, რათა უდიდესი სიყვარულითა და სიამოვნებით ემსახუროს ხალხის ჯანმრთელობის დაცვას.
არ არსებობს ძალა, რომელიც დაგვავიწყებს ჩვენი კლინიკის უმთავრეს მიზანს: უპირველესად პაციენტი! ჩვენთვის მთავარია თითოეული ადამიანი იყოს კმაყოფილი ჩაჩავას კლინიკის სერვისებით და მხოლოდ ამის შემდეგ ვიყოთ კმაყოფილნი ჩვენ.
სიახლის დანერგვა, სწავლა, პროფესიული სრულყოფა,მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდება ჩვენი მთავარი მიზანია.
კარგი ატმოსფეროს შექმნა პაციენტებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის, გამორჩეული დამოკიდებულება პაციენტების მიმართ თითოეული ჩვენთაგანის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
ლამაზი და კომფორტული გარემო ხელს უწყობს ჯანმრთელობის სწრაფად აღდგენას, ამიტომ ჩვენი მიზანია, საქართველოში დავამკვიდროთ მაღალი კლასის სამედიცინო მომსახურება.
ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები მედიცინის განვითარების თანმდევი მოვლენებია. ამიტომ, ჩვენი მიზანია არ ჩამოვრჩეთ თანამედროვეობას და მუდმივად განვაახლოთ პაციენტთა მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის კლინიკაში არსებული რესურსები.
ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები სწორი გზით განვითარების საშუალებას გვაძლევს. ამიტომ ჩვენ არასოდეს გადავუხვევთ არჩეულ გზას და მუდმივად ვიზრუნებთ თითოეული პაციენტის ჯანმრთელობაზე.
ისინი, ვინც ზრუნავენ სხვის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე, თავადაც ჯანმრთელნი უნდა იყვნენ. ამიტომ ჩვენი მიზანია თითოეული თანამშრომლის სულიერ, ფიზიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა.
კარგი შედეგების მიღწევა იოლი საქმე არ არის. ჩაჩავას კლინიკის თანამშრომელთა შესაძლებლობები უსაზღვროა, ამიტომ ჩვენ ვიმუშავებთ, როგორც ერთიანი გუნდი და კიდევ უფრო გავზრდით თითოეული ჩვენთაგანის შესაძლებლობებს.
ახალი ათასწლეული, 21-ე საუკუნე ახალი გამოწვევებით გამოირჩევა, ამიტომ ჩვენ არასოდეს დავკმაყოფილდებით მიღწეულით. ჩვენ ვიქნებით პიროვნული და ორგანიზაციული წარმატების საუკეთესო მაგალითი და ლეგენდად ვაქცევთ ჩაჩავას კლინიკის სახელს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩაჩავას კლინიკა 135 წელია დარგის უპირობო ლიდერია და საუკუნეების მანძილზე ასე იქნება. ჩვენ დროის გამოცდას კვლავაც გავუძლებთ!