ანტენატალური მეთვალყურეობა

ორსულობა ქალის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი ხანაა, რადგან ახალი სიცოცხლე იბადება.

მხოლოდ ქალს შეუძლია თავისი სხეულით ატაროს და ქვეყანას მოუვლინოს ახალი ადამიანი. ყველა დედის სურვილია, მისი შვილი ჯანმრთელი დაიბადოს, ამისთვის აუცილებელია, რომ შვილზე ზრუნვა სწორედ მუცლადყოფნის პერიოდიდან დაიწყოს

 

რა არის საჭირო იმისთვის რომ ორსული დადგეს აღრიცხვაზე ჩაჩავას კლინიკაში
 

 პირველი ნაბიჯი: მობრძანდით ჩაჩავას კლინიკის დიაგნოსტიკურ ცენტრში და თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. სანამ მობრძანდებით, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირიდთ 032 2 95 33 11 
 

 იმისათვის რომ ორსულმა ისარგებლოს სახელმწიფო ვაუჩერით აუცილებელია მისი გესტაციის ვადა არ აღემატებოდეს 12 კვირას.   

ჩაჩავას კლინიკა ჩართულია ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს ორსულებისათვის პატრონაჟის გაწევას, რასაც ანაზღაურებს სახელმწიფო. შესაბამისად, 2018 წლის პირველი თებერვლიდან ამ პროგრამის ფარგლებში, ორსულისთვის 8 ვიზიტი უფასოა.

 

 

 

 

 

ისარგებლეთ 8 უფასო ვიზიტით 

მთელი ორსულობის განმავლობაში

 

 

 

 

 

 

 

 

პირველი ვიზიტი - 12 კვირამდე

მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია

სისხლის საერთო ანალიზი

შარდის კულტურალური გამოკვლევა

სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრა

რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში

სკრინინგული ტესტები (B ჰეპატიტის ვირუსი, C ჰეპატიტის ვირუსი, აივ ინფექცია და სიფილისი)

ულტრაბგერითი გამოკვლევა

 

მეორე ვიზიტი - ორსულობის მე-20 კვირაზე

მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია

ულტრაბგერითი გამოკვლევა

 

მესამე ვიზიტი - ორსულობის 26- კვირაზე

მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია

სკრინინგი გესტაციურ დიაბეტზე

შარდში პროტეინურიის განსაზღვრა

ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში

რეზუს-ანტისხეულების განსაზღვრა რეზუს-უარყოფითიან ქალებში

მეოთხე ვიზიტი - ორსულობის 30- კვირაზე

მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
შარდში პროტეინურიის განსაზღვრა

 

მეხუთე ვიზიტი - ორსულობის 34- კვირაზე

მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
შარდში პროტეინურიის განსაზღვრა 

 

მეექვსე ვიზიტი- ორსულობის 36- კვირაზე

მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში

 

მეშვიდე ვიზიტი- ორსულობის 38- კვირაზე

მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია

შარდში პროტეინურიის განსაზღვრა

 

მერვე ვიზიტი - ორსულობის მე-40 კვირაზე

მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია

შარდში პროტეინურიის განსაზღვრა