დერმატოლოგიის კაბინეტი
ჩვენ კვალიფიციურად მოგიგვარებთ დერმატოლოგიურ პრობლემებს!
თანამედროვე მედიცინაში არსებობს კანის დაავადებათა დაახლოებით 20 ათასი სახე და ფორმა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სირთულითა და ხასიათით. დროული მიმართვა ექიმ-დერმატოლოგთან მკურნალობის გაადვილებისა და გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარების საშუალებას იძლევა.
დროული დიაგნოსტიკა
წარმატებული მკურნალობისთვის!
ჩაჩავას კლინიკის დერმატოლოგის კაბინეტში შესაძლებელია სრული დერმატოლოგიური გამოკვლევა ულტრათანამედროვე მულტისპექტრული დერმატოსკოპით.
უმტკივნეულოდ, კვალიფიციურად და კომფორტულად, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, ჩატარდეს დერმატოლოგიური წარმონაქმნების კრიოდესტრუქცია (თხევადი აზოტით 'მოყინვა'), რომელიც არ საჭიროებს ანესთეზიას.
ასევე შესაძლებელია მელანომების დროული დიაგნოსტირება და პროფილაქტიკა.