კლინიკის შესახებ
მაღალი დონის კვალიფიკაცია
პრინციპები და მიზნები

ჩაჩავას კლინიკის ფუნდამენტური პრინციპები და მიზნები

 

აჩავას კლინიკის თითოეული თანამშრომელს გვწამს ღმერთის, ამიტომ ვცდილობთ ჩვენი საქმიანობით მართალნი ვიყოთ უფლის წინაშე. ყოველდღიურ ცხოვრებაში და  პროფესიული საქმიანობის აღსრულების დროს თითოეული ჩვენთაგანის   ფუნდამენტური პრინციპია:,,როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ" იესო ნაზარეველი. (მათე 7,12; ლუკა 6,31).

 

დამიანის სიყვარული და პატივისცემა ჩვენი საქმიანობის უმთავრესი საფუძველია, ამიტომ ვცდილობთ ყოველთვის მართალნი  ვიყოთ ადამიანების წინაშე.

 

აჩავას კლინიკის თანამშრომლებს ძალიან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ამიტომ ჩვენი საქმიანობით ყოველთვის მართალი უნდა ვიყოთ სახელმწიფოს, ანუ კანონის წინაშე.

 

ხალი თაობა ჩაჩავას კლინიკაში იზრდება გამოცდილი პროფესიონალების მაგალითზე,  ჩვენ მათ სპეციალობასთან ერთად კანონების პატივისცემასაც ვასწავლით, ამიტომ ჩვენი შემოსავლიდან ყველანი ვიხდით  გადასახადს სახელმწიფოს ბიუჯეტში.

 

 ამაყობთ, რომ ვმუშაობთ კლინიკაში, რომელიც 1875 წლიდან დაუღალავად იღვწის, რათა უდიდესი სიყვარულითა და სიამოვნებით ემსახუროს ხალხის ჯანმრთელობის დაცვას.

 

 რ არსებობს ძალა, რომელიც დაგვავიწყებს ჩვენი კლინიკის უმთავრეს მიზანს: უპირველესად პაციენტი! ჩვენთვის მთავარია თითოეული ადამიანი იყოს კმაყოფილი ჩაჩავას კლინიკის სერვისებით და მხოლოდ ამის შემდეგ ვიყოთ კმაყოფილნი ჩვენ.

 

იახლის დანერგვა, სწავლა, პროფესიული სრულყოფა,მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდება  ჩვენი მთავარი მიზანია.

 

არგი ატმოსფეროს შექმნა პაციენტებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის, გამორჩეული დამოკიდებულება პაციენტების მიმართ თითოეული ჩვენთაგანის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

 

ამაზი და კომფორტული გარემო ხელს უწყობს ჯანმრთელობის სწრაფად აღდგენას, ამიტომ ჩვენი მიზანია, საქართველოში დავამკვიდროთ მაღალი კლასის სამედიცინო მომსახურება.

 

 

ნოვაციები და ახალი ტექნოლოგიები მედიცინის განვითარების თანმდევი მოვლენებია. ამიტომ, ჩვენი მიზანია არ ჩამოვრჩეთ თანამედროვეობას და მუდმივად განვაახლოთ პაციენტთა მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის კლინიკაში არსებული რესურსები.

 

ათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები  სწორი გზით განვითარების საშუალებას გვაძლევს. ამიტომ ჩვენ არასოდეს გადავუხვევთ არჩეულ გზას და მუდმივად ვიზრუნებთ თითოეული პაციენტის ჯანმრთელობაზე.

 

სინი, ვინც ზრუნავენ სხვის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე, თავადაც ჯანმრთელნი უნდა იყვნენ. ამიტომ ჩვენი მიზანია თითოეული თანამშრომლის სულიერ, ფიზიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა.

 

არგი შედეგების მიღწევა იოლი საქმე არ არის. ჩაჩავას კლინიკის თანამშრომელთა შესაძლებლობები უსაზღვროა, ამიტომ ჩვენ ვიმუშავებთ, როგორც ერთიანი გუნდი და კიდევ უფრო გავზრდით თითოეული ჩვენთაგანის შესაძლებლობებს.

 

ახალი  ათასწლეული, 21-ე საუკუნე ახალი გამოწვევებით გამოირჩევა, ამიტომ ჩვენ არასოდეს დავკმაყოფილდებით მიღწეულით. ჩვენ ვიქნებით პიროვნული და ორგანიზაციული წარმატების საუკეთესო მაგალითი და ლეგენდად ვაქცევთ ჩაჩავას კლინიკის სახელს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩაჩავას კლინიკა  135 წელია დარგის უპირობო ლიდერია და საუკუნეების მანძილზე ასე იქნება. ჩვენ დროის გამოცდას კვლავაც გავუძლებთ!

გამოხმაურებები

რეპროდუქციული ცენტრის მორიგი წარმატება!


„ მე ნინი მქვია, 30 წლის ვარ. 3 ძმა მყავს, ჩემი მეუღლეც მრავალშვილიანი ოჯახიდან არის. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩვენ უშვილობის პრობლემა შეგვექმნებოდა. 5 წელია შეუღლებულები ვართ, ამ წლების განმავლობაში ყოველდღე ველოდით ნანატრი სიტყვების გაგონებას, თუმცა- უშედეგოდ. ცხადია, არ წყდებოდა მეზობლების,ნათესავების და ოჯახის წევრების შეკითხვები ორსულობის შესახებ. ექიმთან ისე დავდიოდით მშობლებისთვის არც გვითქვამს, არ მინდოდა ნათესავებს და მეზობლებს ჭორაობა დაეწყოთ. ყველანაირი იმედი გვქონდა გადაწურული, როდესაც ჩაჩავას რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრს მივაკითეთ. რეკლამა ტელევიზიით ვნახეთ, შემდეგ პირადად შევხვდით ექიმს, ბატონ ჰაკან ქონზინოღლუს. დღეს ფაქტი სახეზეა, თქვენს კლინიკაში, საკეისრო კვეთით დაიბადა ჩემი პატარა. მთელი სიცოცხლე ვიქნები თქვენი მადლიერი და ყველას ვურჩევ, ნურაფერს დაელოდებით, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს, იბრძოლეთ ბოლომდე და შედეგი ძალიან, ძალიან გაგახარებთ“

 

თქვენ ჩემი ცხოვრება შეცვალეთ


მადლობა უფალს და მადლობა ბატონ ჰაკან ქონზინოღლუს რომ არსებობს. მისი წყალობით 9 წლიანი ლოდინის და ტანჯვის შემდეგ მალე დედა გავხდები. ძალიან ბედნიერი ვარ. მთელ ჩემს ცხოვრებას თქვენზე ლოცვასა და მადლიერებაში გავატარებ. თქვენ ჩემი ცხოვრება შეცვალეთ - ნინო საჯაია

 

ჩემო საყვარელო „ჩაჩავა


ჩემი პირველი სიხარული, ლუკა დაიბადა ჩაჩავაში 2010, 12 ივლისს , პეტრე-პავლობას. მეორე- მათე 2012-ში, 25 ივლისს და ახლა 2015 ში, აგვისტოში ველოდები მესამეს, ამჯერად გოგოს, ჯანმრთელს უფლის წყალობით და უვნებელს თქვენი მედ. პერსონალის პროფესიონალიზმით. რა თქმა უნდა კომფორტი, ჰიგიენა, ყურადღება უმაღლეს დონეზეა ჩაჩავაში, მაგრამ მაინც ორსულს მისი და მისი მომავალი პატარას უსაფრთხოება აღელვებს ყველაზე მეტად. არავინ იცის ჩვენზე უკეთ რა ტრიალებს ჩვენს გულში და ფიქრებში როცა ფაქტის წინაშე დგები, როცა იცი რომ უკვე წუთები გაშორებს შენს პატარას და მთელი შენი არსებით შენი ექიმის და დამხმარე პერსონალის ხელში ხარ!. იმიტომ მოვდივარ მესამედ ჩაჩავაში რომ ვიცი პროფესიონალი გუნდი გყავთ! გისურვებთ ბევრი ოჯახი ყოფილიყოს თქვენით ბედნიერი! “ - ლუკა და მათეს დედა, თეა თხელიძე

„ჩვენ დავიბადეთ ჩაჩავაში“


„ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც მშობიარობის პროცესის, ისე შემდგომი ეტაპის თქვენს კლინიკაში გატარებით. ცხოვრებაში უბედნიერესი წუთები თქვენთან ერთად განვიცადე. p.s არასდროს დამავიწყდება თქვენი კერძების გემო“ - თამუნა გორგილაძე, 5 თვის იოანე ბუძის დედიკო

სხვა გამოხმაურებები