პედიატრია/ნეონატოლოგია 

დაარსებიდან დღემდე, ჩაჩავას კლინიკაში ქვეყანას 500 000-ზე მეტი ახალშობილი მოევლინა. მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენი გამოცდილი გუნდი პასუხისმგებლობას იღებს თითოეული ახალშობილის უსაფრთხოებასა და ჯანსაღ სტარტზე. ჩაჩავას კლინიკის მძლავრი ნეონატოლოგიური სამსახური, ინტელექტუალური რესურსითა და სრული აპარატურული მხარდაჭერით, მზადაა მართოს როგორც დროული, ასევე დღენაკლი და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე ახალშობილები.

პედიატრია, ნეონატოლოგია, მშობიარობა,

სიცოცხლის პირველი წუთიდან საიმედო ხელში 

ჩვენი კლინიკის სამშობიარო ბლოკები აღჭურვილია უმაღლესი დონის სამედიცინო აპარატურით, რომლის საშუალებითაც კონტროლდება დედისა და ნაყოფის, ასევე ახალშობილის ყველა სასიცოცხლო ფუნქცია.ბლოკები უზრუნველყოფილია სამედიცინო გაზებით, ახალშობილისა და დედის პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი ულტრათანამედროვე აპარატურით. ასეთია დრეგერის ფირმის ახალშობილის სარეანიმაციო მაგიდა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ახალშობილს დროულ სამედიცინო დახმარებას გაუწევს.ყველა მშობიარობას ესწრება ნეონატოლოგი, რომელიც სიცოცხლის პირველივე წამიდან იწყებს ზრუნვას თქვენი პატარას ჯანმრთელობაზე. 

კლინიკაში ყოფნის პერიოდში, თქვენ ყოველდღიური კონტაქტი გექნებათ ნეონატოლოგთან. ექიმი მოგცემთ ყველა საჭირო რეკომენდაციას. დაგეხმარებათ ძუძუთი კვების პრინციპების სწორად ათვისებაში, მოგაწვდით სრულ ინფორმაციას ბავშვის განვიტარების ეტაპების და საყურადღებო სიმპტომების შესახებ. 

მეტაბოლური სკრინინგი 

ახალშობილთა სკრინინგი არის მნიშვნელოვანი პრევენციული მეთოდი, რომელიც გულისხმობს გამოკვლევას მეთელ რიგ იშვიათ დაავადებებზე. ეს არის უნიკალური მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, ბავშვის ტესტირება დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე. ჩვენთან დაბადებულ პატარებს შესაძლებლობა აქვთ სამშობიაროშივე ჩაიტარონ აღნიშნული გამოკვლევა. ჩვენი პედიატრები დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან ახალშობილთა მეტაბოლური სკრინინგის შესახებ.

პედიატრია, ნეონატოლოგია, მშობიარობა,

თვალის თანდაყოლილ დაავადებათა სკრინინგი 

თქვენს პატარებს სამშობიაროშივე უტარდებათ თვალის სკრინინგი. დროული დიაგნოსტიკა შესაძლებლობას გვაძლევს ადრეულ ეტაპზევე შევაფასოთ მდგომარეობა და გავცეთ შესაბამისი რეკომენდაციები. კვლევა, რა თქმა უნდა, სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულოა.

პედიატრია, ნეონატოლოგია, მშობიარობა,

სმენის სკრინინგი 

ჩვენს ვიკვლევთ, რამდენად კარგად ესმით თქვენს პატარებს. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში კი გაძლევთ აუცილებელ რეკომენდაციებს. პროცესი სრულიად უმტკივნეულოა და გვაწვდის ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას

პედიატრია, ნეონატოლოგია, მშობიარობა,

სამშობიაროდან გაწერის შემდეგ ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ თქვენი პატარების ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ პატარებს ჩაუტაროთ:

  • გეგმიური ვაქციანაცია იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით;
  • პედიატრის კონსულტაცია;
  • ნევროლოგის კონსულტაცია;
  • ნეიროსონოსკოპია - რეკომენდირებულია 2 თვემდე;
  • ექოკარდიოსკოპია - რეკომენდირებულია 2 თვემდე;
  • მენჯ-ბარძაყის სახსრების ექოსკოპია - რეკომენდირებულია 3 თვეზე;
  • ორთოპედის კონსულტაცია 3-6 თვეზე.