გაუტკივარების მეთოდები

ტკივილი ნორმალური სამშობიარო პროცესის გვერდითი მოვლენაა. კვლევებით დასტურდება, რომ  თუ მშობიარობა მიმდინარეობს ოჯახურ გარემოსთან მიახლოვებულ პირობებში, ქალები უმეტეს შემთხვევაში არც მიმართავენ მედიკამენტოზური გაუტკივარების მეთოდს. გაუტკივარების არაფარმაკოლოგიური მეთოდებიდან მნიშვნელოვანია მშობიარის მოძრაობა და თავისუფალი პოზიციები: სიარული, ფეხზე დგომა, მუხლებზე დგომა და ნებისმიერი თავისუფალი პოზიცია, რაშიც თქვენ მაქსიმალურ დახმარებას გაგიწევთ კლინიკის მედპერსონალი. მშობიარობის დროს მიზანმიმართულად გამოიყენება მშობიარის სხეულის რბილი ქსოვილების სისტემური მასაჟი, რაც იწვევს რელაქსაციას, მზრუნველობის, სიყვარულის, მოვლის შეგრძნებას და ტკივილის დაქვეითებას. ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია წყალში მშობიარობა. მშობიარობის მედიკამენტოზური გაუტკივარების ძირითადი მიზეზია ტკივილის ფიზიკური აღქმის გაქრობა. ძირითადად გამოიყენება სისტემური და რეგიონული (ეპიდურული) გაუტკივარების მეთოდები.

სისტემური ანალგეზიის გამოყენებისას, ქალი შეტევებს შორის მშვიდადაა. დისკომფორტი შეიგრძნობა მხოლოდ საშვილოსნოს ძლიერი შეკუმშვისას, მაგრამ ტკივილი სავსებით მოსათმენია. აღსანიშნავია, რომ გაუტკივარების ამ მეთოდის შედეგად, აღინიშნება ნაყოფის სუნთქვის დეპრესია, როგორც გვერდითი მოვლენა - გულისრევა და პირღებინება. ეპიდურული ანალგეზია უზრუნველყოფს კარგ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. ამ დროს მიმდინარეობს ნაყოფის გულისცემის სიხშირის მუდმივი ელექტრონული მონიტორინგი.

ჩაჩავას კლინიკის მედპერსონალი დაგეხმარებათ საკუთარი თავისადმი რწმენის განმტკიცებაში და ემოციების მართვის უნარის გამომუშავებაში.

ეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც სამშობიარო ტკივილთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

 

 

 

 

 

 

დაესწარით ანესთეზიოლოგის
სემინარს მშობელთა სკოლაში