მსოფლიო მეანობის უახლესი ტენდენციები ჩაჩავას კლინიკაში

ჩვენი ქვეყნის დღევანდელ რეალობაში ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულება, რომლის მთავარ პრიორიტეტს მაღალი ხარისხი წარმოადგენს, სწორედ ჩაჩავას კლინიკაა.
მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ სამედიცინო დაწესებულებაში დაარსებიდან დღემდე 500 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა.

უკვე მიღწეული წარმატებებისა და აღიარების მიუხედავად, განახლების პროცესი კლინიკაში უწყვეტად მიმდინარეობს. ლიდერ სამედიცინო დაწესებულებაში მუდმივად ეცნობიან სამედიცინო მიმართულებით მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს და ამ სიახლეებს პირველად სწორედ ჩაჩავას კლინიკაში ნერგავენ. ერთ-ერთი ბოლო სიახლე, რომელიც საქართველოში პირველად ჩაჩავას კლინიკაში დაინერგა, ინდივიდუალური სამშობიარო ბლოკებია.
სრულიად ახალი კონცეფციის ინდივიდუალური სამშობიარო ბლოკები სრულყოფილი სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. სამედიცინო ნივთები განთავსებულია პაციენტისთვის შეუმჩნეველ ადგილზე. უმაღლესი დონის სამედიცინო აპარატურით კონტროლდება დედისა და ნაყოფის, ასევე, ახალშობილის ყველა სასიცოცხლო ფუნქცია.
ახალი კონცეფციის ინდივიდუალურ სამშობიარო ბლოკებში ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებული გარემოა შექმნილი. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ბლოკი უზრუნველყოფილია ახალშობილისა და დედის პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი, ყველაზე თანამედროვე აპარატურით.

კლინიკაში თითოეული დეტალი პაციენტის მაქსიმალურ კომფორტს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
სამშობიარო ბლოკში ნეონატოლოგთა განკარგულებაშია მსოფლიოში ლიდერი მწარმოებლის, ,,დრეგერის“ ფირმის ახალშობილის სარეანიმაციო მაგიდა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობას იძლევა, ახალშობილს პირველივე წუთებში გაეწიოს სრულყოფილი სამედიცინო დახმარება.
ნეონატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ია დავითაიას თქმით, მსოფლიოში ლიდერი მწარმოებლის, ,,დრეგერის“ ფირმის ახალშობილის სარეანიმაციო მაგიდა, რომლითაც ჩაჩავას კლინიკის თითოეული ინდივიდუალური ბლოკია აღჭურვილი, მსოფლიოს ბევრი წამყვანი კლინიკისთვის ჯერ კიდევ ფუფუნებას წარმოადგენს.
„ნეონატოლოგები ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს საშუალება, არაჩვეულებრივი აპარატურა გამოვიყენოთ საჭირო შემთხვევაში. ვინაიდან უდიდესი კომფორტია, როდესაც ახალშობილი კრიტიკულ სიტუაციაშია და შენ აბსოლუტურად ყველანაირად აღჭურვილი გაქვს კლინიკა იმ თანამედროვე აპარატურით, რომელიც დღეს არა მარტო ჩვენ, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშიც შეშურდებოდათ“, - განაცხადა ია დავითაიამ.
ინდივიდუალურ სამშობიარო ბლოკებში უსაფრთხო და კომფორტული მშობიარობისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

მშობიარობის პროცესში, უაღრესად მნიშვნელოვანია ქალისთვის პრივატულობისა და ოჯახური გარემოს შექმნა, გვერდით ყველაზე ახლობელი ადამიანის ყოფნის შესაძლებლობა. ახალი ტიპის ინდივიდუალურ სამშობიარო ბლოკებში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ პაციენტის სურვილის შემთხვევაში, მშობიარობას დაესწროს მეუღლე, დედა ან მეგობარი, რაც დადასტურებულია, რომ მშობიარის ფსიქო-ემოციურ წონასწორობას უზრუნველყოფს და მნიშვნელოვნად ამცირებს წინასამშობიარო სტრესს.

ყველაზე მთავარი მაინც საიმედო, გამოცდილი და გულისხმიერი სამედიცინო პერსონალი, თანამედროვე და მაღალი სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უახლესი სამედიცინო აღჭურვილობაა, რაც ჩაჩავას კლინიკის ინდივიდუალურ სამშობიარო ბლოკებს ნამდვილად გამორჩეულად წარმოაჩენს.
სულ ცოტა ხნის წინ, სრულად განახლდა და ბოლო თაობის სამედიცინო აპარატურით შეივსო ჩაჩავას კლინიკის საოპერაციო დარბაზები. აღსანიშნავია, რომ საოპერაციო ბლოკები მომარაგებულია ერთჯერადი მასალებით, რისი საშუალებითაც მინიმუმამდეა დაყვანილი ინფექციური გართულების რისკი. ძალიან მნიშვნელოვანია ოპერაციის შემდგომი პროცესიც, როდესაც საოპერაციო მასალის, ჭუჭყიანი თეთრეულის, ინსტრუმენტების დახარისხება, დამუშავება და სტერილიზაცია მსოფლიოში საუკეთესო ,,გეტინგეს“ ფირმის აპარატურით ხდება.
ჩაჩავას კლინიკის უპირატესობებზე საუბრისას, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დაწესებულების ინფრასტრუქტურა, რომელიც ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების პაციენტის მიღების შესაძლებლობას იძლევა. პაციენტს სურვილის და შესაძლებლობის მიხედვით შეუძლია აირჩიოს ჩვეულებრივი კარგი პალატა, კომფორტული ლუქსი, ულტრათანამედროვე სუპერ ლუქსი ან აპარტამენტები.

იმის გათვალსიწინებით, რომ ჩაჩავა სრულად პაციენტზე ორიენტირებული კლინიკაა, სამშობიარო პაკეტს ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი სიურპრიზი დაემატა. გაწერის წინ, ქალბატონები კლინიკის ესთეტიკური ცენტრის მომსახურებით სარგებლობენ.

კლინიკის საუკუნოვან გამოცდილებას მედპერსონალის ცოდნისა და აპარატურის მუდმივი განახლება ავსებს.
სულ ცოტა ხნის წინ, ჩაჩავამ და მისმა პარტნიორმა ღუდუშაურის კლინიკამ აპარატურული პარკი კიდევ ერთი, ულტრათანამედროვე აპარატით განაახლეს. უმწიფარი ანუ დღენაკლი ახალშობილების თავის ტვინის ფუნქციურ განვითარებაზე სრულყოფილ სურათს ვერ იძლევა ვერც ექოსკოპიური კვლევა და ვერც საქართველოში არსებული კვლევის სხვა საშუალებები. ამიტომ, დღენაკლი ახალშობილების თავის ტვინის ფუნქციური განვითარების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად და მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევის მიზნით, ავსტრიაში მოღვაწე კოლეგებთან ერთად, ჩაჩავასა და ღუდუშაურის კლინიკამ უახლესი ელექტროენცეფალოგრაფი შეიძინეს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ახალშობილთა ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარების მონიტორინგი. კვლევისა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში ქართველ კოლეგებს ავსტრიაში მოღვაწე ექიმი, ზალცბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგი და ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი, გიორგი კუჭუხიძე დაეხმარება. ხსენებულ კლინიკებში 13 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე სპეციალისტი დაგროვილ გამოცდილებას ჩაჩავას კლინიკის ექიმებსაც პერმანენტულად გაუზიარებს.
უახლესი ელექტროენცეფალოგრაფიის აპარატის შეძენით ღუდუშაურის კლინიკის ნეონატალური განყოფილების გუნდი უკვე რამდენიმე კვირაა ამაყობს, რადგან კლინიკისთვის მისი არსებობა იქ გადარჩენილი ახალშობილების სიცოცხლის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ნიშნავს.
„მე ვამაყობ იმით, რომ მე და ჩემს გუნდს გვეძლევა საშუალება, ვაწარმოოთ ახალშობილებზე ნეირომონიტორინგი. განსაკუთრებით ეს ეხება დღენაკლულ ახალშობილებს, რომლებისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია, შევაფასოთ მათი განვითარება. კონკრეტულად, ეს აპარატი იძლევა საშუალებას, რომ შევაფასოთ ახალშობილთა ნეიროგანვითარება. ეს გამოიწვევს იმას, რომ ჩვენს ცენტრში გადარჩენილი ახალშობილების სიცოცხლის ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდება", – განაცხადა ღუდუშაურის კლინიკის ნეონატალური განყოფილების უფროსმა, შორენა ჭაკვეტაძემ.

მუდმივი სწრაფვა სიახლისკენ, საიმედო, კეთილგანწყობილი გარემო, ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ პაციენტთან, პროფესიონალ ექიმთა გუნდი, ყურადღებიანი და მზრუნველი მედპერსონალი – ამ კომპონენტთა ერთობლიობა ქმნის სამედიცინო მომსახურების გამორჩეულად მაღალ ხარისხს, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ჩაჩავას კლინიკის მთავარი პრიორიტეტი.

 

წყარო: www.kvira.ge