პლასტიკური გინეკოლოგია

პლასტიკური გინეკოლოგია ესთეტიკური მედიცინის ის სფეროა, რომელსაც ინტიმური პრობლემების გადაწყვეტით შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს და გააუმჯობესოს თქვენი ცხოვრების ხარისხი.

ყველა ქალბატონს სურს, გამოიყურებოდეს მიმზიდველად და ჰარმონიულად, მიიღოს სქესობრივი ურთიერთობისაგან მორალური და ფიზიკური კმაყოფილება. სწორედ ამიტომ სასქესო ორგანოების ფორმისა და სტრუქტურის კორექცია ინტიმური პლასტიკის მეშვეობით თანამედროვე ქალბატონებში განსაკუთრებით პოპულარულია.       

 

 

 

 

გაიარეთ სატელეფონო კონსულტაცია
ექიმთან 599 14 38 58

 

 

 

 

ალბათ არ არსებობს ქალბატონი, რომელსაც არ აწუხებს რაღაც ინტიმური კითხვა, რაზეც ძალიან უნდა პასუხის გაგება.

ჩვენ გაგცემთ პასუხს ყველა საინტერესო კითხვაზე და საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებით პრობლემის მოგვარებაში!
 

 

 

 

 

 

G-Spot-ის გადიდება

 

 

 

 

 

G-Spot-ის გადიდება
 
გრაფენბერგის წერტილი G-spot არის ყველაზე ეროგენული ზონა, რომელიც მდებარე საშოს კედელზე. ბევრი ქალბატონი პარტნიორთან სქესობრივი ურთიერთობის დროს ვერ იღებს მაქსიმალურ სიამოვნებას. სქესობრივად აქტიურ და ნორმალური სქესობრივი ფუნქციის მქონე ქალებში, G-წერტილის გადიდება და სტიმულაცია ზრდის სიამოვნების მიღების საშუალებას. პროცედურა არ არის რეკომენდებული ემოციური ლაბილობის, სქესობრივი და ფსიქოლოგიური პრობლემების დროს. 

 

ტექნოლოგია

G-Spot-ის გადიდება არის უმტკივნეულო, უსაფრთხო, არაქირურგიული, სწრაფი და ეფექტური პროცედურა. ექიმს შეჰყავს განსაზღვრული რაოდენობის ადამიანის დამუშავებული კოლაგენი ლორწოვან გარსში, G-წერტილის ადგილას. შემდგომ კი ხდება მისი ზომაში მომატება.

  • პაციენტს პროცედურიდან 4 საათის შემდეგ შეუძლია ჰქონდეს სქესობრივი ურთიერთობა. ეფექტი გრძელდება 4 თვეზე მეტხანს;
  • პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით;
  • პროცედურის ხანგრძლივობაა 15-30 წუთი;
  • პაციენტი იმ დღესვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს;
  • გართულებების განვითარების რისკი ძალიან დაბალია. შეიძლება აღინიშნოს მცირე რაოდენობით სისხლდენა ინექციის ადგილიდან.
     
 

 

 

 

 

ლაბიოპლასტიკა

 

 

 

 



ლაბიოპლასტიკა - დიდი და  მცირე სასირცხო ბაგეების კორექცია            
                     

სასირცხო ბაგეების კორექცია დღესდღეობით საკმაოდ პოპულარული ოპერაციაა. როგორც წესი, დიდი სასირცხო ბაგეები ფარავენ მცირეებს, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც ბაგეები ასიმეტრიულია, დაგრძელებული ან გადიდებული. მსგავსი მდგომარეობა შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი, ასაკობრივი, ან განვითარდეს მშობიარობის შემდეგ. დეფორმირებული ბაგეები საკმაოდ არაესთეტიურია, მათი კანი გაუხეშებულია და დისკომფორტს უქმნის პაციენტს.


ჩვენს კლინიკაში ბაგეების კორექცია ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება. ეს ე.წ. ,,ერთდღიანი ოპერაციაა”, რომელიც დაახლოებით 40-50 წუთის განმავლობაში გრძელდება.

 

  • პლასტიკური კვეთის შედეგად ბაგეებს სასურველი ფორმა და ზომა მიეცემათ;
  • ყველა ნაკერი გამწოვი ძაფებით იდება, რაც არ საჭიროებს ნაკერების მოხსნას;
  • ოპერაციიდან 3-4 საათში პაციენტი მიბრძანდება სახლში (შეუძლია მართოს ავტომობილი);
  • ოპერაციის შემდგომი ჭრილობის შეხორცების შემდეგ (7-10დღე) არანაირი ნაწიბური არ რჩება;
  • სქესობრივი ცხოვრება დასაშვებია ოპერაციიდან 4 კვირის შემდეგ.
     
 

 

 

 

საშოს კედლების პლასტიკა

 

 

 

 

მშობიარობის შემდგომი დეფორმირებადი ნაწიბურის ამოკვეთა საშოს უკანა კედლის პლასტიკით

მოგეხსენებათ, შორისის კუნთოვანი სისტემა ქალის ჯანმრთელობისა და ინტიმური ბედნიერების განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მენჯის კუნთოვანი სისტემა საყრდენს უქმნის მუცლის ღრუს ორგანოებს, ამასთანავე მონაწილეობს განაყოფიერებაში, ნაყოფის განვითარებასა და მშობიარობის პროცესში.

შორისის კუნთების გაწელვა, ნახეთქების გაჩენა და ელასტიკურობის დაკარგვა საფრთხეს უქმნის ქალის ჯანმრთელობას, რადგან ხშირად რეპროდუქციულ სისტემასთან ერთად ზიანდება ,,მეზობელი ორგანოები”, სწორი ნაწლავი და შარდის ბუშტი.

კუნთოვანი სისტემის დაზიანებას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ტრავმა, გაძნელებული მშობიარობა. მშობიარობის შემდეგ ხდება შორისის კუნთების გაჭიმვა, რის გამოც საშო ფართოვდება. შედეგად ქალს უჩნდება პრობლემები სექსუალური ურთიერთობის დროს. ტრავმული ან დიდი ნაყოფით მშობიარობის დროს ხდება საშოს კედლების დაწევა, რასაც თან ახლავს არა მარტო პრობლემები ინტიმურ ცხოვრებაში, არამედ ტკივილებიც.

საშოს პლასტიკა არის ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც ხდება საშოს დაჭიმვა და პირველადი ფორმის დაბრუნება, მიმდებარე ქსოვილების აღდგენით და ზედმეტის მოცილებით ხდება საშოს დიამეტრის შემცირება.

ხდება განაკვეთის გაკეთება შესაბამის ადგილას, ზედმეტი კუნთოვანი ქსოვილის დაჭიმვა ან დამოკლება. საშოს შესავლის დიამეტრის დაპატარავება საშოს ლორწოვანი გარსის შემცირებით, შესაძლებელია ზედმეტი კანის მოცილება.

 

პოსტოპერაციული პერიოდი:

ოპერაციის შემდეგ პაციენტმა შეიძლება იგრძნოს დისკომფორტი. დაახლოებით 4-6 კვირაა საჭირო სრული აღდგენითი პროცესისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს სქესობრივი ურთიერთობისგან, ტამპონის გამოყენებისა და სიმძიმის აწევისგან.

  • ოპერაცია ტარდება სპინალური ან ინტრავენური ნარკოზით;
  • პროცედურის ხანგრძლივობა არის 1-2 საათი;
  • პაციენტი ერთი დღე რჩება კლინიკაში, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება ერთი კვირის შემდეგ;
  • გართულებების რისკი ძალიან დაბალია, მაგრამ შეიძლება გართულდეს ინფექციით და სისხლდენით.
     
 

 

 

 

 

ჰიმენოპლასტიკა

 

 

 

 

 

ჰიმენოპლასტიკა - საქალწულე აპკის აღდგენა

საქალწულე აპკის აღდგენას - ჰიმენოპლასტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური, რელიგიური და კულტურული თვალსაზრისით.
ამ პროცედურის ჩატარების მიზეზი შეიძლება იყოს ძალადობა ან ტრავმა.

  • ჰიმენოპლასტიკის დროს ხდება საქალწულე აპკის აღდგენა ნარჩენი ქსოვილების ერთმანეთთან შეერთების შედეგად;
  • პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით;
  • პროცედურა გრძელდება 30 წუთის განმავლობაში;
  • პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ოპერაციის დღესვე;
  • ინფექციისა და სხვა გართულებების რისკი ძალიან დაბალია.