ხელოვნური განაყოფიერება (IVF/ICSI)
ხელოვნური განაყოფიერება (IVF/ICSI) უშვილობის მკურნალობის აპრობირებული მეთოდია. მისი მიზანია, მისცეს პაციენტს ორსულობის შესაძლებლობა საკუთარი ან დონაცია/სუროგაციის პროგრამის გამოყენებით, მაშინ როდესაც ყველა სხვა სახის მკურნალობის მეთოდი უშედეგო ან შეუსაბამოა.
ინ ვიტრო, ხელოვნური განაყოფიერება მოიცავს შემდეგ პროცედურებს:
- საკვერცხის მედიკამენტებით სტიმულაცია;
- ოოციტების ტრანსვაგინალური ასპირაცია;
- კვერცხუჯრედის ინსემინაცია სპერმით;
- განაყოფიერებული კვერცხუჯრედის კულტივირება;
- ემბრიონის/ემბრიონების გადატანა საშვილოსნოს ღრუში;
- საშვილოსნოს ღრუს მომზადება ორსულობისათვის.
ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება დამატებითი პროცედურები:
- ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია, რომელიც განაყოფიერების შანსს ზრდის;
- ემბრიონების გაყინვა.
ლაბორატორიულ პირობებში ხდება მიღებულ ფოლიკულურ სითხეში კვერცხუჯრედების აღმოჩენა და მათი რაოდენობის დათვლა. სპერმის ნიმუში შეისწავლება წინასწარ და თუ მასში 100-300 ათასი სწრაფად მოძრავი სპერმატოზოიდი აღმოჩნდა, კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდების ერთად მოთავსების შემდეგ ელოდებიან მათ დამოუკიდებელ განაყოფიერებას.
ჩვენს კლინიკაში, უმრავლეს შემთხვევაში, მიმართავენ ინტრა-ციტოპლაზმური სპერმის ინექციას (ICSI), რაც ხელოვნური განაყოფიერების ერთერთი სახეა და ითვალისწინებს მიღებული კვერცხუჯრედების სათითაოდ განაყოფიერებას. მიკროსაინექციო პიპეტის გამოყენებით მიკროსკოპის ქვეშ, კვერცხუჯრედებში ცალ-ცალკე შეიყვანება სპერმატოზოიდი. ინტრა-ციტოპლაზმური სპერმის ინექციით შესაძლებელია აღებული კვერცხუჯრედები 70%-მდე უფრო მაღალი მაჩვენებლით განაყოფიერდეს. სხვა კლინიკებში, აღნიშნულ მეთოდს მიმართავენ მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში:
- ეაკულატში სპერმატოზოდების მცირე რაოდენობის ან არარსებობის შემთხვევაში;
- ეაკულატში პროგრესულად მოძრავი სპერმის ძალიან მცირე რაოდენობის ან არარსებობის შემთხვევაში;
- როდესაც სპერმის მიღება-შეგროვება ხორციელდება ოპერაციული გზით, სათესლე ჯირკვლიდან ან ეპიდიდიმური არხიდან (TESA/TESE);
- როდესაც ხელოვნური განაყოფიერებისათვის გამოიყენება გაყინული (კრიოპრეზერვირებული) სპერმა.
ჩვენს ლაბორატორიაში დანერგილია ისეთი მოწინავე ტექნოლოგია, როგორიცაა სპერმის მორფოლოგიური სკრინინგი, ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციამდე (IMSI). იგი ხორციელდება ინვერტირებული მიკროსკოპის საშუალებით, რომელიც 6000-ჯერ უფრო მეტად ადიდებს გამოსახულებას იმ მიკროსკოპებთან შედარებით, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება რეპროდუქციულ ლაბორატორიებში და გამოსახულების მხოლოდ 400-ჯერ გადიდების საშუალებას იძლევა.