გინეკოლოგიური ოპერაციები
 

ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი გთავაზობთ ნებისმიერი გინეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას ნებისმიერ ასაკში. 
 

ჩაჩავას კლინიკაში დღევანდელ დღეს ტარდება ნებისმიერი მასშტაბის გინეკოლოგიური ოპერაცია,  როგორც საშოსმხრივი მიდგომით ასევე მუცელკვეთით, ლაპაროსკოპისა და ჰისტეროსკოპის გამოყენებით.  
 

ჩვენი კლინიკის საოპერაციო ბლოკი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურის უახლესი მოდელებით.  თანამედროვე საოპერაციო მაგიდა, საშუალებას იძლევა ოპერაციის მსვლელობისას თრომბოემბოლიური გართულების რისკი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი რაც ძალზედ მნიშვნელოვანია.
 

რაც შეეხება ენდოქირურგიულ ტექნიკას, ლაპაროსკოპია და ჰისტეროსკოპია ტარდება გერმანული წარმოების შტორცის ფირმის აპარატურით.  „STORZ” არის სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი ბრენდი რომელსაც მსოფლიოში მოწინავე ადგილი უჭირავს ამ სფეროში.
 

კლინიკაში გამოიყენება სტერილიზაციის  ულტრა თანამედროვე მეთოდები რაც პოსტოპერაციული გართულებების მინიმუმამდე დაყვანის გარანტიაა.
 

კლინიკაში წარმატებით ტარდება ოპერაციები ორსულობის დროს! 

ორსულობის დროს, ქირურგიული ჩარევისას, ორსულობის მდგომარეობა არ უარესდება. კვლევის მიხედვით, ქალებს, რომლებსაც ჩაუტარეს ოპერაცია ორსულობის დროს, არ გაზრდილა არც ნაადრევი მშობიარობის რიცხვი და არც ნაყოფის თანდაყოლილი მანკების რიცხვი.