ოჯახის დაგეგმვა
გეგმავთ ორსულობას? ამისთვის სასურველია, წინასწარ მომართოთ კლინიკას. ჩვენი კლინიკის ექიმები გულისხმიერად დაგეხმარებიან ამ საკითხის წარმატებით რეალიზებაში. ჩასახვამდელი მეთვალყურეობისას კონსულტირებას გაგიწევენ ჩაჩავას კლინიკის პროფესიონალი მეან-გინეკოლოგები. „ოჯახის დაგეგმვა“ მოიცავს ღონისძიებათა კომპლექსს, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს რამდენიმე ამოცანის გადაჭრას:
- შვილების სასურველი რაოდენობის ყოლას,
 - ორსულობებს შორის ინტერვალების რეგულირებას,
 - ბავშვის დაბადების დროის შერჩევას მშობლების ასაკის გათვალისწინებით,
 - არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას.
 
დაგეგმეთ ორსულობა ჯანმრთელი
და ბედნიერი მომავლისთვის!
გასინჯვის პარალელურად თქვენ მიიღებთ მარტივ, მაგრამ მეტად საჭირო ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
- ჯანმრთელი ცხოვრების წესი
 - ჯანსაღი კვება, ოპტიმალური წონა
 - რეგულარული ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა
 - თამბაქოს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მავნე ზემოქმედება.
 
კონსულტირებისას ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ორსულობამდე ჩასატარებელი სკრინინგული ტესტებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ.