გინეკოლოგიური ოპერაციები
 

ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი გთავაზობთ ნებისმიერი გინეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას, ნებისმიერ ასაკში. 

ჩვენს კლინიკაში ტარდება ნებისმიერი მასშტაბისა და სირთულის გინეკოლოგიური ოპერაცია, როგორც საშოსმხრივი მიდგომით, ასევე მუცელკვეთით - ლაპაროსკოპისა და ჰისტეროსკოპის გამოყენებით.  

კლინიკის საოპერაციო ბლოკი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურის უახლესი მოდელებით. თანამედროვე საოპერაციო მაგიდა საშუალებას იძლევა, ოპერაციის მსვლელობისას თრომბოემბოლიური გართულების რისკი მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ენდოქირურგიულ ტექნიკას, ლაპაროსკოპია და ჰისტეროსკოპია ტარდება გერმანული წარმოების შტორცის ფირმის აპარატურით. "STORZ" სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი ბრენდია, რომელსაც მსოფლიოში მოწინავე ადგილი უჭირავს ამ სფეროში.

კლინიკაში გამოიყენება სტერილიზაციის ულტრათანამედროვე მეთოდები, რაც პოსტოპერაციული გართულებების მინიმუმამდე დაყვანის გარანტიაა.

ასევე, კლინიკაში წარმატებით ტარდება ოპერაციები ორსულობის დროს! ორსულობის დროს, ქირურგიული ჩარევისას, ორსულობის მდგომარეობა არ უარესდება.