ძვალ-სახსროვანი სისტემის, თავის, სახის, შუბლის წიაღების, ჰაიმორის ღრუს, ფილტვის, მუცლის ღრუს ორგანოების, შარდ-სასქესო სისტემის და სხვ... რენტგენოლოგიური გამოკვლევები ტარდება ახალ კაბინეტში, სადაც დამონტაჟდა უახლესი თაობის ციფრული რენტგენის აპარატი – Siemens Axiom Iconos MD, 2010 (Germany). აღნიშნული მოდელის რენტგენის აპარატი სხვა ანალოგებისაგან გამოირჩევა მაღალი ფუნქციური შესაძლებლობებით, ახასიათებს საუკეთესო ვიზუალიზაცია, გამოსახულების მაღალი ხარისხი და გამოსახულების მართვის შესაძლებლობა (გადიდება, დაპატარავება და სხვ...) გარდა ამისა, აპარატს აქვს ფუნქცია, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს თავისი გამოკვლევის შედეგი მიიღოს მისთვის სასურველი და მოსახერხებელი ფორმით: ამობეჭდილი ფირის სახით, ჩაწერილი დიდ მაგნიტურ მატარებელზე (“ფლეშკაზე”), ან CD/DVD დისკზე, ან სულაც თავისი სურათი მიიღოს ე-მაილ- ით. აპარატი თავისი მაგიდითა და აქსესუარებით გამოკვლევის კომფორტულად ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რენტგენოლოგიურ აპარატთან მუშაობა და გამოკვლევის ჩატარება აბსოლუტურად უსაფრთხოა როგორც პაციენტისთვის, ისე სამედიცინო პერსონალისთვის.